ᲔᲡ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲞᲐ ᲨᲔᲜᲘ ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ᲩᲕᲔᲜ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

ᲡᲐᲓ ᲛᲝᲫᲠᲐᲕᲘ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲝᲑᲐ ᲮᲓᲔᲑᲐ ᲞᲠᲝᲤᲔᲡᲘᲝᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲘᲚᲘᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲘᲗ

ᲒᲠᲣᲛᲘᲜᲒᲘ

კატებისა და ძაღლების პროფესიონალური გრუმინგი წარმოადგენს უსაფრთხო და ნაზ მოვლის პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ მოწესრიგებული გარეგნობის შენარჩუნებას, არამედ შინაური ცხოველის ჯანმრთელობისა და კომფორტის მხარდაჭერას. პროცედურები ტარდება პროფესიონალი გრუმერების მიერ, თითოეული ცხოველის ინდივიდუალური საჭიროებების, ბეწვისა და კანის მდგომარეობის გათვალისწინებით, პროფესიონალური ინსტრუმენტებისა და პრემიუმ ხარისხის კოსმეტიკის გამოყენებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი, სტრესისგან თავისუფალი პროცესი და მაღალი ხარისხის შედეგი.

ᲫᲐᲦᲚᲔᲑᲘᲡ ᲑᲐᲦᲘ

ძაღლების ბაღი წარმოადგენს უსაფრთხო გარემოს, სადაც ძაღლებს შეუძლიათ დღე გაატარონ თამაშში, სოციალიზაციასა და დასვენებაში, სანამ მათი პატრონები დაკავებულნი არიან. სერვისი განკუთვნილია მეგობრული და სოციალურად აქტიური ძაღლებისთვის, რომლებსაც სიამოვნებთ სხვა ძაღლების გარემო, ასევე აქტიური ძაღლებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ რეგულარული ფიზიკური დატვირთვა. ბაღი მდებარეობს ჩვენი გრუმინგ სალონის სივრცეში და მუშაობს 10:00-დან 19:30-მდე. ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის ვუზრუნველყოფთ აუცილებელ კომფორტს- სუფთა საწოლებს, საკვებს და წყლის ჯამებს, რათა თქვენი მეგობარი დღის განმავლობაში თავი კომფორტულად იგრძნოს. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია გრუმინგის სერვისის ჩატარებაც ძაღლის წაყვანამდე. ჩვენ ვიღებთ 10 კგ-მდე წონის ძაღლებს, რაც საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ მშვიდი გარემო და უზრუნველვყოთ ყველა სტუმრისთვის უსაფრთხო და სასიამოვნო გამოცდილება. ჩვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ყველა ძაღლის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, რომ ბაღის ცხოველებს ჰქონდეთ განახლებული ცოფისა და ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ასევე ასაკისა და სახეობის შესაბამისი სხვა აუცილებელი ვაქცინები.