ძაღლს საკუთარი ცუდი სუნი აწუხებს, როცა დიდხანს არის დაუბანელი?

დიახ და იმაზე საინტერესო ახსნა აქვს ამ დამოკიდებულებას, ვიდრე გგონიათ. ჩვენც გვაწუხებს საკუთარი სუნი, როცა დაბანა გვჭირდება, თუმცა ეს სირცხვილის გრძნობაა, რაც ძაღლს ფიზიკურად არ გააჩნია. მაშინ რატომაა მისთვის უსიამოვნო? იმიტომ, რომ სხეულის ცუდ სუნს მისი ტვინი ინსტინქტურად იმასთან აკავშირებს, რომ მას რაღაც დაავადება აქვს. ძაღლია და არ შეუძლია იმის განსაზღვრა, რომ უბრალოდ ჭუჭყია ეს. მერე იწყებს პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვას. ზოგჯერ ფეხებს ილოკავს უმისამართოდ, ზოგჯერ უბრალოდ იწყენს. ნებისბიერ შემთხვევაში ეს მისთვის გარკვეული სტრესია. კი, ტრაგედია არ არის და ცხოველს ფსიქიკას არ უნადგურებს, როგორც ასეთი, მაგრამ როცა უბრალო დაბანა აგვარებს, მგონი განხილვაც არ სჭირდება, რომ ეს უნდა გავაკეთოთ.