რატომ გრძნობს ცუგა ბანაობის შემდეგ მოჭარბებულ ენერგიას ?

ზოგადად დაბანა ძაღლისთვის საკმაოდ დისკომფორტულ, სტრესულ ზონაში ყოფნაა. ბუნებრივია, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა. ის, როგორც წესი, ამ ყველაფერს ითმენს დაბანის დროს, ისევე - როგორც გაშრობის დროს. როგორც კი ამ ყველაფრისგან თავისუფლდება, ეგრევე ირთვება ადაპტაციური ინსტინქტი, რომელსაც ჰქვია - შვება. მაგრამ, სიტყვაზე, ჩვენ, ადამიანები თუ შვებას მშვიდ მდგომარეობაში ვგრძნობთ, ძაღლს ინატინქტი კარნახობს, რომ მთელი ეს სტრესი, რასაც ამდენ ხანს იტანდა, ასე ვთქვათ, გარეთ უნდა გამოუშვას, რათა მისი ორგანიზმი დამშვიდდეს და ამას სწორედ ასეთი უცნაური გიჟობებით აკეთებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ის ამ მოძრაობებით ნერვული ენერგიისგან ცლის საკუთარ თავს.