რა სიხშირით უნდა დავბანოთ ძაღლი შამპუნით

პირველ რიგში დაბანის სიხშირე დამოკიდებულია ბეწვის ტიპზე. სტანდარტულ პირობებში მოკლე ბეწვის მქონე ძაღლს შამპუნით დაბანა 4 - 5 ან 6 კვირაში ერთხელ ჰყოფნის. გრძელ ბეწვიანებისთვის რეკომენდირებულია 3-4 კვირაში ერთხელ. ეს იმიტომ, რომ ბეწვი ადვილად ცხიმიანდება და იხვევა. რაც შეეხება ალერგიულ და პრობლემური კანის მქონე ძაღლებს, აქ უკვე ვეტერინარი ნიშნავს სპეციალურ შამპუნს, რომელიც 1 ან 2 კვირაში ერთხელ გამოიყენება. გაითვალისწინეთ, შამპუნის ხარისხს ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სუფთა, ძლიერი, მბზინვარე და სურნელოვანი ბეწვი ეს Molly's ის სტანდარტია. მათ დასაბანად ბეწვის სტრუქტურის, ჯიშის, ფერის მიხედვით ვიყენებთ ვეგანურ და ანტიალერგიულ Buddycare - ის პრემიუმ ხაზის შამპუნებს. შამპუნში შემავალი ალოე ვერა და პროვიტამინი B5 აძლიერებს ბეწვის სტრუქტურასა და ხარისხსს.